ბენ ჰოჯესი - საქართველომ, უკრაინამ და რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის

ამერიკას სჭირდება სტრატეგია შავი ზღვის რეგიონისთვის. ჩვენ არ გვჭირდება სტრატეგია საქართველოსთვის ან სტრატეგია უკრაინისთვის, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა საქართველოსთვის და პოლიტიკა უკრაინისთვის, რომელიც შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიის ნაწილი იქნება, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ, უკრაინამ და რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს მათ მიმართ ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის.

„ვიმედოვნებ ახალ ადმინისტრაციას ექნება მრავალმნიშვნელოვანი სტრატეგია თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ამ რეგიონთან. ძალიან ვამაყობ ამერიკის საელჩოს გუნდით თბილისში, ამერიკის საელჩოს გუნდით კიევში, ჩვენ დიდებული დიპლომატები გვყავს და ისინი მუშაობენ, რომ წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მათ არ მიეწოდათ სტრატეგია, რომლითაც ამერიკული კონტრიბუციის და ძალისხმევის თავმოყრა მოხდებოდა. ეს არის ის, რაც გვაკლია.

საქართველომ, უკრაინამ და ამ რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა ძალისხმევა უნდა გააერთიანონ, რათა გაიზარდოს ცნობადობა და მიმზიდველი გახდნენ ეკონომიკური ინვესტიციებისთვის. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია საქართველომ და უკრაინამ სხვადასხვა მიმართულებებით განამტკიცონ ურთიერთობები, თუნდაც გააუმჯობესონ თანამშრომლობა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მისი თქმით, ყირიმის პორტიდან გამოსული გემი შავი ზღვის რეგიონის არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეუშვას საკუთარ პორტში.

„ამ რეგიონში არცერთმა პორტმა არ უნდა შეუშვას ყირიმის პორტიდან გამოსული გემი რომელიმე ქვეყნის პორტში, რადგან ეს არაკანონიერია. ყველა თანხმდება, რომ ყირიმი უკანონოდ არის ოკუპირებული. პრეზიდენტმა პოროშენკომ ყველა პორტი დახურა ყირიმში, მაგრამ რუსეთი კვლავ განაგრძობს მათით სარგებლობას. საქართველომ აქ უნდა შეასრულოს წამყვანი როლი, მაგალითად სევასტოპოლიდან გამოსულ გემებს არ უნდა შეეძლოთ ბათუმში ან ფოთში შესვლის საშუალება, ან თურქეთში შესვლა“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს