ექსპერტები - ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, რომლებიც რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან

ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, როგორც დაუცველ დემოკრატიებთან, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ და რუსეთის მხრიდან მუდმივი საგარეო და საშინაო ზეწოლის ქვეშ არიან, - ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში: „ნატო 2030: გაერთიანებული ახალი ეპოქისთვის, ანალიზი და რეკომენდაციები.“

ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე ჰეგემონიის დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთის მთავრობა ცდილობს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე ჰეგემონიის დამყარებას და ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ცდილობს დაბლოკოს იმ ქვეყნების გზა, რომელთაც სურთ ნატო-სკენ სვლა. რუსეთი აგრძელებს აგრესიას საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

დამოუკიდებელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არსებულ ფონზე „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა“ დაცული და გაძლიერებული უნდა იყოს.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს დაცული და გაძლიერებული. ნატო-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასთან და საქართველოსთან, შეეცადოს გააძლიეროს ურთიერთობა ბოსნია და ჰერცოგოვინასთან და დაუპირისპირდეს დესტაბილიზაციას დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში,”- ნათქვამია დოკუმენტში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2020 წლის აპრილში დანიშნა. ექსპერტებმა დოკუმენტი, რომელიც ანალიზსა და რეკომენდაციებს მოიცავს, გენერალურ მდივანს 25 ნოემბერს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს კი გუშინ წარუდგინეს.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს