სამოქალაქო აქტივისტი - მეორე ღამე გავათენეთ წუხელ პარლამენტთან, 11 დეკემბრამდე დავრჩებით აქ და ვეცდებით, რომ დეპუტატები პარლამენტში არ შევუშვათ

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია აცხადებს, რომ 11 დეკემბერს, როდესაც სავარაუდოდ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, პარლამენტის წევრებს შენობაში შესვლის უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ ნიკა ნარსიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად კარავში უკვე მეორე ღამეა ათენებს.

„მეორე ღამე გავათენეთ წუხელ პარლამენტთან, ვითარება ნორმალური იყო, პროტესტს ვაგრძელებთ. ცესკო-ში ხვალ არის შემაჯამებელი ოქმების სხდომა, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს კი ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. ჩვენც 11 დეკებრამდე დავრჩებით აქ და ვეცდებით, რომ პარლამენტში მისული დეპუტატების პარლამენტში არ შევუშვათ“, - განაცხადა ნიკა ნარსიამ

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კარავი პროტესტის ნიშნად 30 ნოემბერს გაშალეს. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა არალეგიტუმურად იყოს ცნობილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ასევე გათავისუფლდნენ ე.წ. პოლიტპატიმრები. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტები კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ რეგულაციებსაც აპროტესტებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მთავრობის მხრიდან დაწესებული შეზღუდვები დისკრიმინაციულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს