რუსეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას „სპუტნიკ V“ გაერო-ში წარადგენს

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ მურაშკო კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პოტენციური ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის გაერო-ს შტაბბინაში წარდგენას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაქცინის პრეზენტაცია დღეს, ონლაინ ფორმატში გაიმართება.

სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მზად იყო გაერო-ს პერსონალისთვის ნებაყოფლობითი ვაქცინაციისთვის საჭირო რუსული ვაქცინის მიწოდება უზრუნველყო.

შეგახსენებთ, რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაა დარეგისტრირებული :“სპუტნიკ V" და „ეპივაკკორონა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა