წყალმომარაგების კომპანია გუდაურში 40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია, გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

„შეგვიძლია ვთქვათ რომ, გუდაურში წყლის საკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემისთვის დაახლოებით 80 000 კუბური მეტრი მოცულობის წყალი უკვე განთავსებულია რეზერვუარში. შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე კურორტი აღნიშნული წყლის მარაგს გამოიყენებს გათოვლიანებისთვის. გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა", - აღნიშნა გიგა მანდარიამ.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაურში, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს.

„პროექტებით გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა. გარდა ამისა კომპანიამ უკვე დაასრულა გათოვლიანებისთვის საჭირო ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება. სამუშაოების შედეგად, გუდაურის მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები წყლისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს რეგიონში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა