რუსეთში კორონავირუსის 25 345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 589 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 347 401-მდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში კიდევ 589 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 41 053 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევები რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, რუსეთში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 830 349 ადამიანი.

რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა