ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არჩევნებიდან მალევე, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესების განახლება კითხვის ნიშნებს აჩენს

ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატისთვის არჩევნებიდან მალევე სასამართლო პროცესების განახლება კითხვის ნიშნებს ბადებს.

როგორც ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს, აღნიშნულით სამართლებრივი ნორმა არ ირღვევა, თუმცა, კითხვები ჩნდება.

„სამართლებრივად სასაუბრო ცოტა არის, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან და არსებული ვითარებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ეს საკითხი. არჩევნებამდე, თვეების განმავლობაში, არც ერთი პროცესი ჩანიშნული არ იყო და არჩევნების შემდეგ, ერთდროულად ყველა გახმაურებული საქმის პროცესის ჩანიშვნა ზოგადად, კითხვის ნიშნებს აჩენს. შეიძლება ამით კანონი და ნორმა არ ირღვევა, მაგრამ თვეების განმავლობაში არაფერი იყო და ახლა ერთდროულად ჩაინიშნა პროცესები. მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე უვადოდ გადაიდო და ახლა დაგვირეკეს, რომ 14 დეკემბერს შევიკრიბოთ, რომ სამუშაო გრაფიკი განვსაზღვროთო“, - აცხადებს ჭაბაშვილი.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა