ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 ტომარა ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება, ეს ასე არაა, 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირებულია და მოთხოვნაც მეტია. ლევან სილაგავამ ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც პურის ფასზე გავლენას ახდენს.

„მთლიანობაში, გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ პრობლემურია, ანუ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანა არის, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის, ეს არის - აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. შესაბამისად, აქედან 6 ქვეყანაში არის პრობლემა- მოუსავლიანობა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს და მეორე ტალღის მოლოდინში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნა ქვეყნებში. ახლა აჟიოტაჟურად ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის ყიდვა ხდება მსოფლიოში“, - განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, მეოთხე უარყოფითი ფაქტორი არის ლარის კურსის დოლართან მიმართებით რყევა, რაც ხორბლის ფასზე შესაბამისად აისახება. ლევან სილაგავას თქმით, „ხორბლის მარაგების პრობლემა არ არსებობს და ორთვიანი მუდმივი მარაგია“. გარდა ამისა, მისი განმარტებით, პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება.

„ბუნებრივი აირის გამოცხადებული და დაანონსებული გაძვირების შედეგად პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება, ანუ არ ძვირდება. ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, სრულად ელექტროენერგიაზე არიან. ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს. შესაბამისად, გაზის გაძვირების ფაქტორი ჩვენზე არ მუშაობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერის საშუალებით გამოცხადება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ ქარხნებისთვის მოწოდებული იქნება 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად მიწოდებული. ეს არის თვეში მიწოდებული 10 ათასი ტონა, საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, ეს მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად, 53 ლარად იმ პურის ქარხნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. დარანარჩენ ბაზარზე პირველი ხარისხის იგივე ფქილი, ასევე უმაღლესი საკონდიტრო ფქვილი წარმოდგენილი იქნება თავისუფალი ფასებით“,-განაცხადა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 20 თეთრზე მეტით ეზრდებათ და ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა