მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების სერიოზული პერსპექტივა არასდროს გვექნება

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პირობებში არასდროს გვექნება სერიოზული პერსპექტივა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, იმ ხარვეზებს და გადაცდომებს, რასაც „ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა, აკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ხედავენ, რომ ერთპარტიული და ერთ ადამიანზე აწყობილ ქვეყანას განვითარების პერსპექტივა არ აქვს.

„დასავლეთმაც დაინახა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია არის ერთიანი. არავის არ უნდა დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში, პირველ რიგში, ჩვენ არ გვინდა; არავის უნდა ქუჩის აქციები და რევოლუციური სცენარი. ჩვენ, „ლელო“ ამას პრინციპულად ვემიჯნებით. ჩვენ უნდა ვნახოთ საერთო ენა. ის რიტორიკა, რომ ვიღაცის დირიჟორობით ხდება ეს, მინდა ყველას ვუთხრა, რომ დაივიწყონ. ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია, ვმოქმდებთ ჩვენი კონკრეტული პარტიის გადაწყვეტილებებით. მიგვაჩნია, რომ სადაც დღეს ვდგავართ, ეს არის ბრძოლა ჩვენი მოქალაქეების ხვალინდელი დღისთვის და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

სურათი რადიკალურად შეიცვლება და იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პირობებში არასდროს გვექნება სერიოზული პერსპექტივა ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ. იმ ხარვეზება და გადაცდომებს, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებენ, ამას აკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ხედავენ, რომ ერთპარტიული და ერთ ადამიანზე აწყობილ ქვეყანას არ აქვს განვითარების პერსპექტივა. ეს არ არის 21-ე საუკუნე, ეს არ არის დემოკრატიული ინსტიტუციები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, უბრალოდ, პანდემიამ და იმ მდგომარეობამ, რაც მსოფლიოშია, ყველა თავისი პრობლემებით დატვირთა.

როცა „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო, მან უნდა აუხსნას დემოკრატიულ სამყაროს რატომ არის მარტო და მერე ჩვენც ავუხსნით, რატომ არ შევდივართ პარლამენტში. მაშინ დაიწყება კონკრეტული დიალოგი და ფაქტების განხილვა, მანამდე ვიღაცეებს ჰგონია, რომ ვიღაც ვაჭრობს, ვიღაცას მეტი უნდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი საუბარი არ არის ვაჭრობაზე და სკამებზე. აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა