საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე PCR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.

„მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. ვისაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდ სასტუმროებში მათ განათავსებს“, - განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, ასევე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოვიდვაქცინაციის უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს.

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფის კუთხით, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დროულ შემოტანას და მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას“, - განაცხადა სიჭინავამ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს მოქალაქეებისთვის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო