ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის საქართველოს მასშტაბით თავისუფალია 611 საწოლი და მიმდინარეობს როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებით მობილიზაცია.

ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდი 7 103 საწოლს შეადგენს, თუმცა იმ საავადმყოფოებში, სადაც მობილიზაცია განხორციელდა, სრულად არის გაშლილი 8 241 საწოლი.

„ჰოსპიტალურ სექტორში კოვიდ მკურნალობას 6 116 პაციენტი გადის. 237 პაციენტი არის ტრიაჟის კომპონენტში და კოვიდინფექციის დადასტურებას ელოდება. 1 167 პაციენტი ინტენსიურ საწოლზეა მოთავსებული, ხოლო 386 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა