ჯანდაცვის მინისტრი - შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც, ბიზნეს სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა.

„ბიზნეს სექტორთან ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა საუბარი, გვქონდა ახსნა-განმარტება თუ რატომ არის დღესდღეობით ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად ამ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდიც და ჯანდაცვის სამინისტროც შეხვდება მათ და გასცემს მათ კითხვებს პასუხს.

შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთკვირიანი შრომა და დაკვირვება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება,“- განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: მოხდება თუ არა შეზღუდვების გადახედვა? - ჯანდაცვის მინისტრი განმარტებას აკეთებს

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა