ირმა ნადირაშვილი - ეს იქნება 50-ე თუ მე-100 რაუნდი, ოპოზიცია დაიწყებს საუბარს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით

„ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის მტკიცე, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისული მდგომარეობიდან არის ხელახალი არჩევნები და ყოველი მოლაპარაკების რაუნდზე, ოპოზიცია საუბარს დაიწყებს ამ მოთხოვნით.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ადამიანების საპყრობილეში ჩასმით ვერ მოაგვარებს კრიზისს და ამის ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, ხელახალი არჩევნები მხოლოდ დროის საკითხია და ივანიშვილის სასარგებლოდ არ დამთავრდება.

„ოპოზიციას აქვს მყარი გადაწყვეტილება, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისული ვითარებიდან, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, ყოველთვის, ყველა მოლაპარაკების დროს, ეს იქნება მე-100 თუ 50-ე რაუნდი, ოპოზიცია დაიწყებს საუბარს ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

თუ ხელისუფლება ვერ ხვდება რამხელა კრიზისია ქვეყანაში, თუ ვერ ხვდება, რომ ადამიანების საპყრობილეში ჩაყრით და მძევლად აყვანით ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს და საჭიროა ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ეს უბრალოდ დროში გადასაწყვეტი პროცესია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ივანიშვილის სასარგებლოდ არ დამთავრდება”,- განაცხადა ნადირაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს