ანზორ ბიწაძის განცხადებით, სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმეების განახლება „ივანიშვილის ბოროტი ტაქტიკაა“

„ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმეების განახლება „ბიძინა ივანიშვილის თაღლითური და ბოროტი ტაქტიკაა“.

მისივე შეფასებით, „ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი არიან ადამიანები, რომლებიც მედგრად დგანან ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და ივანიშვილს მათი დაშინება სურს“.

„პირველ რიგში, მინდა იმ ადამიანებს და ზოგიერთ კოლეგას მივმართო, ვინც გარკვეულწილად იმედიანად იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებასთან დაკავშირებით ფასილიტატორი ელჩების მიერ შემოთავაზებული ინფორმაციის მეშვეობით. ზოგიერთი მათგანი მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბრობდა, ზოგიერთი პროკურატურასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა შეთანხმება. ახლა მინდა ყველას მივმართო, რომ მიაქციონ ყურადღება, რამდენად შესაძლებელია და რამდენად აქვს აზრი ივანიშვილთან შეთანხმებას. პირველ რიგში, რაც სასამართლოების ჩანიშვნით არჩევნებიდან ერთი თვის თავზე მოხდა, ეს არის რვა მარტის შეთანხმების თავზე გადახევა. რვა მარტის შეთანხმების ისეთივე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო პოლიტიკური დევნის შეწყვეტა ამ ადამიანების წინააღმდეგ, როგორც ცნობილი ფორმულა 120/30-ზე. ერთი თვე გავიდა არჩევნების შემდეგ და წარმოდგენაც კი არ მინდა, ერთი წლის თავზე რას იზამს ივანიშვილი თუ ისევ ხელისუფლებაში იქნება დარჩენილი ამ დროისთვის. ეს არის მისი ძალიან თაღლითური და ბოროტი ტაქტიკა, რომ რაც შეიძლება მეტი დააშავოს. ახლა ის ფიქრობს, რომ მოდი, კიდევ უფრო მეტს დავაშავებ და უფრო წავიყვან პროცესებს ჩიხში და მერე ცოტას რომ დავთმობ, ამითიც კმაყოფილები იქნებიან. ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი არიან ადამიანები, რომლებიც მედგრად დგანან ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ და ივანიშვილს მათი დაშინება სურს. თუ მათ ვერ დააშინებს და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ვერაფრით ვერ დააშინებს, სამაგალითოდ უნდა შეუქმნას მათ პრობლემები, რომ სხვები მაინც დააშინოს. ძალიან მძიმე სიტუაციაში შეიყვანს ქვეყანას ეს ნაბიჯი. კიდევ ერთი რამ, რითიც ივანიშვილის ეს ნაბიჯი არის განპირობებული - რა, რა და ციფრები კარგად იცის ივანიშვილმა. მან ნათლად დაინახა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამონგრევის პირასაა და მას ვეღარაფერი უშველის და ერთადერთი, რაც მას დარჩენია არის პოლიტიკური ტერორის გაძლიერება. კლასიკური ავტოკრატი, როდესაც ქვეყანაში მატულობს ეკონომიკური სიდუხჭირე, ის ზრდის პოლიტიკიურ წნეხს და პოლიტიკურ ტერორს. ეს ყველაფერი თუ ივანიშვილს გაუვიდა, მაშინ თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ყველაფერი ის, რაც 30 წლის მანძილზე, ავად თუ კარგად, იწვალა ერმაც და პოლიტიკოსებმაც, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ ეს პოლიტიკოსები, ეს ყველაფერი იქნება ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ ჩარეცხილი“, - განაცხადა ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას, ნიკა მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ჩაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა