ირმა ნადირაშვილი - ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ჯგუფს, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს

„ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ აიყვანოს მძევლად ადამიანები და ამით ევაჭროს ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ელჩების თანდასწრებით და ითვალისწინებდა, რომ შეწყდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნა.

„ერთი მეორეს მიყოლებით ჩანიშნეს სასამართლოები, პოლიტიკური პროცესები, საქართველოს მთავრობამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც მას გაფორმებული ჰქონდა, მათ შორის, ელჩების თანდასწრებით, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდებოდა, ეს შეთანხმება დაირღვა და ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ჯგუფს, ბანდას, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს. ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ახლა უნდა, რომ ადამიანები აიყვანოს მძევლად, პირად პოლიტიკურ პატიმრებად და ამით ევაჭროს ოპოზიციას.

მიმაჩნია, რომ ერთიანობა და კიდევ ერთი მტკიცე განცხადება, რომ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია და არ აურჩევია ხალხს, შესვლა იქნება გარიგება ბიძინა ივანიშვილთან და ამაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა