მთიან ყარაბაღში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულები 2001 წელს დაბადებული პირები არიან. წინასწარი ინფორმაციით, ნაწილში აფეთქდა საბრძოლო მასალა, რომლის გადატანასაც ახორციელებდნენ.

ე.წ. თავდაცვის არმიის ინფორმაციით, დეტალების დადგენის მიზნით გამოძიება მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა