ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმა საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში ექნება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმა საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში ექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო ვაქცინის შემოსატანად ორი მიმართულებით მუშაობს, როგორც კოვაქს პლატფორმაზე, ასევე უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან. „ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით. ჩვენ გაერთიანებული ვართ კოვაქს პლატფორმაზე, გადახდილი გვაქვს პირველადი შენატანი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იმ პირობით, რომ ჩვენ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა გვექნება. კოვაქსი შეისყიდის 4-5 ვაქცინას მაინც - „მოდერნას“ „ფაიზერის“, „გლაქსოსმიტკლაინის“, „ასტრაზენეკასი“ თუ სხვა და ჩვენ გვექნება მისი არჩევის უფლება, რომელს მიიღებს საქართველო. კოვაქს პლატფორის მექანიზმი ამუშავდება ადრეულ გაზაფხულზე, მარტ-აპრილში. მანამდე ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ რამდენიმე მწარმოებელთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სმაინისტროს მეშვეობით შექმნილია სამინისტროში მაკოორდინირებელი კომიტეტი, სადაც დღეს, 14:00 საათზე არის ონალინ სხდომა ჩვენს დონორებთან ერთად. იწერება იმპლემენტაციის, დანერგვის გეგმა, რომელიც დაახლოებით 2 კვირაში მზად უნდა იყოს. იცით, რომ „ფაიზერს“ სჭირდება მინუს 70-იანი ცივი ჯაჭვი, „მოდერნას“ მინუს 20-იანი ცივი ჯაჭვი, „ასტრაზენეკას“ და სხვებს 2-7 გრადუსამდე, რაც სხვა ვაქცინებს, რომლის სისტემა ქვეყანაში აწყობილია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე ვერსიისთვის, ამიტომ ამაზე მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან ერთად. უნდა ვიმუშავოთ ორივე გზით , როგორც კოვაქს პლატფორმის, ასევე უშუალოდ მწარმოებლებთან, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ქვეყანაში ვაქცინა, პირველ რიგში იმ რისკ ჯგუფებისთვის, რომელსაც ქვეყანა დაადგენს. აქ იქნება სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი ადამიანები და ცნობილი რისკჯგუფები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში