საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადასცა

საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიაწოდა.

გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის. მისივე განცხადებით, რისკ-ჯგუფებში შეყვანილი არიან მასწავლებლები და აცრა მათაც შეუძლიათ.

“ჩვენ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა დახარჯულია. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს