ამირან გამყრელიძე - 2 თვის განმავლობაში, რაც შეზღუდვები იმოქმედებს, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაფართოვდეს

ქვეყანაში ამ ორი თვის განმავლობაში, რაც შეზღუდვები იმოქმედებს, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფად გაფართოვდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია და გეგმა არსებობს.

"ადამიანები, რომლებიც არიან მსუბუქი და უსიმპტომო, არ მიდიან გამოსაკვლევად და ამავდროულად გამავრცელებლები არიან, უნდა მოხდეს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მათი გამოვლენა და იზოლირება. ანუ ეპიდემიის გავრცელების ე.წ. ჯაჭვი, რომ გავწყვიტოთ ყველა ინფიცირებულის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უნდა მოხდეს. ესაა ძირითადი მიზანი რატომ უნდა გაფართოვდეს, კიდევ უფრო სწრაფად ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ამ ორი თვის განმავლობაში რაც შეზღუდვები იმოქმედებს - დეკემბერი -იანვარი ქვეყანაში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს. უკვე ამის გეგმა არსებობს, დაახლოებით ახლა გვაქვს 350000-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომელსაც ვიყენებთ. მოგეხსენებათ, ყოველდღიური მაჩვენებელი ახლა სადღაც 3000-3500-ის ფარგლებში გვაქვს, წინა დადგენილებით ის პისიარის დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას გაუთანაბრდა. ანუ ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა