აზერბაიჯანში 10 ნოემბერი „გამარჯვების დღედ“ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამარჯვების დღის დაწესების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბრძანების თანახმად, „გამარჯვების დღეს“ აზერბაიჯანში ყოველი წლის 10 ნოემბერს აღნიშნავენ.

ილჰამ ალიევმა ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას 27 სექტემბერის ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა და მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მხოლოდ 10 ნოემბრის 00:00 საათიდან, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ შეწყდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო