აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 37 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 129 544- მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 470-ს მიაღწია.

ქვეყანაში კოვიდ 19-სგან დღემდე 79 162 პაციენტი განიკურნა, ამჟამად კი 47 272 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს