დავით ბაქრაძე - მთავარი, რასაც განვიხილავთ არის ის, როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და ჩვენთვის, ხალხის ნების გამოხატვა გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე

კრიზისიდან გამოსვლის ქვაკუთხედი გადის გაყალბებული არჩევნების არაღიარებაზე და ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

„არჩევნების გაყალბებამ ქვეყანაში შექმნა უმძიმესი კრიზისი და ამ კრიზისიდან უნდა მოიძებნოს გამოსავალი. ოღონდ გამოსავალი ვერ იქნება გაყალბებული არჩევნების დაკანონება, ამიტომ ოპოზიციაში არ განიხილება პარლამენტში შესვლა. მთავარი, რასაც ჩვენ განვიხილავთ გახლავთ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ხალხის ნების გამოხატვა და ჩვენთვის, ხალხის ნების გამოხატვა გადის გაზაფხულზე ჩასატარებელ ვადამდელ არჩევნებზე და ამის პარალელურად, მზად ვართ ვიმუშავოთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პოლიტპატიმრების თემა და საარჩევნო კოდექსსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები. ყველა ეს საკითხი გახლავთ მნიშვნელოვანი. ამ კრიზისიდან გამოსვლის ქვაკუთხედი გადის გაყალბებული არჩევნების არაღიარებაზე და ხალხის ნების თავისუფალ გამოხატვაზე. ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა გახლავთ ვადამდელი არჩევნები და ეს არის ის დემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც იყენებს ყველა საპარლამენტო დემოკრატია მსოფლიოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს