ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო

ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ბრალდებული პოლიტიკური ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით იყო დანიშნული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პოლიტიკოსები და მათი ადვოკატები ავრცელებენ.

როგორც უფლებადამცველები ამბობენ, მათ სასამართლოდან დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებული ახალი რეგულაციების გამო, სხდომები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე გჯუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების საკითხზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო