სერგი კაპანაძის განცხადებით, შეზღუდვების ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა „ამორალური დამოკიდებულებაა“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის და შეზღუდვების ფონზე, ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა ხელისუფლების მხრიდან „ამორალური დამოკიდებულებაა“. კაპანაძის თქმით, ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით კიდევ ერთელ აჩვენებს, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი დაკარგული აქვს.

„ხელისუფლება აჩვენებს, რომ საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ერთი მხრივ, შემოიღეს შეზღუდვები და რეგულაციები, რომლითაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს კერძო ბიზნესს და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ პირიქით, ხელფასები უნდა გაიზარდოს საჯარო სამსახურებში. ეს არის სრულიად ამორალური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს არის არაპრაგმატული დამოკიდებულება, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც ამ ეკონომიკას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს. ეკონომიკური კრიზისის დროს, რასაც მთავრობა უნდა აკეთებდეს არის “ქამრების მოჭერა”, საჯარო სამსახურებში ხელფასების შემცირება, პრემიების შემცირება და ზოგადად, თანხების დაზოგვა და არა ისევ გაზრდა ბიუროკრატიაზე. ამდენი წლის მერე, როდესაც ისევ ამას ჩადიან, ნიშნავს, რომ საერთოდ აქვთ დაკარგული კონტაქტი საზოგადოებასთან და ვერ ხვდებიან საერთოდ სად არის პრობლემა ეკონომიკაში”, - განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს