თენგიზ ცერცვაძე - ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია - საქართველოსნაირ ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, შეუძლებელია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მსგავს ქყვეყანას, პანდემიის დროს მოსთხოვო, ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს - არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი - შეუძლებელია. ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ საქართველოს მსგავს შეზღუდული რესურსების ქვეყანაში, ამას უფრო ხარვეზები ჰქვია.

"ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ მე ამას უფრო ხარვეზს დავარქმევდი. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ჯანდაცვის ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია, არაა გასაკვირი. ინფიცირების ასეთი კრიტიკულად მაღალი რიცხვის შემთხვევაში, ამ პირობებში, საქართველოსნაირ შეზღუდვების ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი, ეს შეუძლებელია. მთელს მსოფლიოში ვერ უმკლავდებიან ამას. ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავთ, რადგან იქ საწოლები არ ჰყოფნით. საქართველოდან ხომ არავინ არსად გადაგვყავს?! კი ბატონო, არის დაგვიანება - ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, მაგრამ იქ კვირებია დაგვიანება", - განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია - საქართველოსნაირ ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, შეუძლებელია - თენგიზ ცერცვაძე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა