თენგიზ ცერცვაძე - პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში

ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს მთლიანად, რომ ვიღაც ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს ან ახლობლობით ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში.

„მე იმდენად დაკავებული ვარ, 100-მდე კლინიკა მუდმივად ონლაინ ან სატელეფონო კავშირშია ჩვენთან და მუდმივად გვთხოვენ რჩევებს, რომ ამისთვის დრო არ მრჩება, ალბათ არის ასეთი, ალბათ. თქვენ რა გგონიათ მსოფლიოში არ არის ეს ფენომენი? ყველგან არის, მაგრამ რაც უფრო ცივილიზებული სახელმწიფოა, რაც უფრო კანონმორჩილი და დიდი ტრადიციები აქვთ დემოკრატიის, იქ უფრო ნაკლებია, თორემ ყველგან არის, პროტექციონიზმი რა ამერიკაში არ არის გგონიათ? ყველგან არის “, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პაციენტები მათთან ობიექტური კრიტერიუმებით და რიგითობით მოხვდნენ.

„ვცდილობთ, მაგრამ ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს მთლიანად, რომ ვიღაც ვიღაცას იცნობს და ვიღაც ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს ან ახლობლობით ან იმიტომ, რომ ის დამსახურებული, ცნობადი პიროვნებაა. მასიური ხასიათი ამას არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენთან. მე პირადად გამოვირჩევი იმით, რომ ჩემთვის არ არსებობს პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული პიროვნება, რომელიც ვთვლი, რომ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იციან საქართველოს მოსახლეობამ და ჩემმა პაციენტებმა, რომ მათ ვუთმობ მომეტებულ ყურადღებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რიგითი და არაპრივილეგირებული პაციენტების ხარჯზე. ამით ჩვენი კლინიკა ცნობილია და პირადად მეც ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველანაირ პაციენტს, უპატრონოს ასე ვთქვათ, თუ ხელმოკლეს, თუ მას კლინიკური ჩვენებები აქვს, ჩვენ მას თავზე ვევლებით. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ქვეყანაზე და არა კლინიკაზე, მაგრამ ჩვენს კლინიკაში სულ 5 გარდაცვალებული გვყავს, რადგან ექიმები 24 საათიან რეჟიმში თავს ევლებიან პაციენტებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო:თენგიზ ცერცვაძე - სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა