პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებს შეშის მიტანის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „სირცხვილია, სირცხვილია!“.

"გვეუბნებიან, რომ ხის, შეშის შეტანა არ შეიძლება. გავიგეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან, რატომ არ შეიძლება. აქციის დროს შეუძლოდ გავხდი და კარავში წყლის დასალევად შევდიოდი, პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი, რომელიც თუ არ ვცდები კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია, გამომაგდო. ამას მოჰყვა ჩოჩქოლი, რაც ხელოვნურად შექმნეს. კარავშიც აღარ მიშვებენ. მიზეზს გვეუბნებიან, რომ ამას ჩვენივე უსაფრთხოების გამო აკეთებენ. მსგავსი აბსურდი არც მსმენია. თქვენ ამ ნივთებს მარგინალური ქმედებებისთვის გამოიყენებთო. აქციის მონაწილეები მშვიდობიანად აპროტესტებენ არალეგიტიმურ არჩევნებს“,-განუცხადა ჟურნალისტებს აქტივისტმა, ნიკა ფარულავამ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა