თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ექიმებს - უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში - მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ , - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა.

ცერცვაძე ირწმუნება, რომ უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას აძლევენ და “კრიტიკას რატომღაც ქართველი ექიმების ნაწილი გამოთქვამს“.

“ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. ხშირად მიხდება პოლემიკა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებთან. პირად პოლემიკაში ჯერ ვერავინ დამისაბუთა, რომ რაიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით ან არასწორად ვმართავთ კოვიდს. ამბობენ რაღაც ზოგად ფრაზებს, მაგრამ როდესაც განმარტებებს ვაძლევ, ვერავითარ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაზე ვერ ამბობენ. უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესი მდგომარეობაა - სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ ვიდეო: თენგიზ ცერცვაძე - უცხოეთში კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ, ასეთ რამ საქართველოში გინახავთ?! - მიხედეთ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო