პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვალში ჩატარდება

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა გადაიდო და 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში ჩატარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირებული პირები გამოცდის ჩატარების კონკრეტული თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოგვიანებით მიიღებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად. სრულ ინფორმაციას პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების წესის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე -http://pog.gov.ge/news/informacia-prokuraturis-sakvalifikacio-gamocdis-shesaxeb.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა