სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კობა დავითაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, კობა დავითაშვილი განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა.

„ძალიან ვწუხვარ კობას გარდაცვალების გამო! ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი და რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული წესიერებისა და პატიოსნების მქონე პიროვნებას წარმოადგენდა, რაც პოლიტიკაში არც ისე ხშირია.

ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას, მეგობრებს და ოჯახის წევრებს და ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, დავითაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო