თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, თბილისი - ბათუმის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსს, რომელიც სავარაუდოდ, ფოთიდან მიდიოდა ტრაილერის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსის მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა