იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის მიესალმება ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ მეორე სესიაზე შემოგვიერთდნენ საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ მიმოვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. იგი აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას ყირიმში და სულ უფრო მეტად ათავსებს ძალებს შავი ზღვის რეგიონში. ნატო ამას პასუხობს წარმომადგენლობის გაძლიერებით ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებში. საქართველო და უკრაინა არიან ნატოს ღირებული პარტნიორები. მათ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვთ ჩვენს მისიებში. დღეს ჩვენ კვლავ განვაცხადეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ განვიხილეთ მათი რეფორმების პროგრამები და ვაძლიერებთ ჩვენს პრაქტიკულ მხარდაჭერას. მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერება. მინისტრები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში არსებული მდგომარეობის ცოდნის გასაუმჯობესებლად და ორივე პარტნიორთან ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა