აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი - დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ყველაზე რთული თვეები იქნება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შეერთებულ შტატებს რთული ზამთარი ელოდება.

„რეალობა ის არის, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ყველაზე რთული თვეები იქნება ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში,“ - აღნიშნა რობერტ რედფილდმა.

რედფილდის თქმით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, საავადმყოფოების 90% კორონავირუსის ”ცხელ ზონად” არის გამოცხადებული და ვირუსის გავრცელების ტრაექტორია ბევრად უფრო ციცაბოა, ვიდრე ნებისმიერი წინა ტალღის დროს.

CNN-სა და New York Times-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ში გუშინ კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში ვირუსს 2 670 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, New York Times-ი კი იუწყება, რომ 2 დეკემბერს კოვიდ 19-სგან 2 760-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა