საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 1387-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 147 636-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა