კოვიდ ინფიცირებულთა მართვისთვის „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრი საწოლფონდის ზრდას განაგრძნობს

სამედიცინო ცენტრების ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აგრძელებს დამატებითი ჰოსპიტალური საწოლების მობილიზებას იმერეთის რეგიონში, სადაც თბილისისა და აჭარის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

ამ ეტაპზე, COVID–19-ით ინფიცირებულთა მართვის პროცესში ერთვება „ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრი. კოვიდ პაციენტებისთვის მკურნალობასთან ერთად „ჯეო ჰოსპიტალსის“ ვანის სამედიცინო ცენტრში ყველა საბაზისო სერვისი შენარჩუნდება, ხოლო პაციენტების უსაფრთხოების მიზნით მათ ინფექციის კონტროლის ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის კახა გზობავას თქმით, მათი მიზანია, თითოეულმა პაციენტმა, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება, ადგილზე, რეგიონშივე მიიღოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება.

„COVID–19-ის მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობისათვის შესაბამის ჰოსპიტალურ სიმძლავრეებზე ხელმისაწვდომობის არსებობა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც COVID–19-ით ინფიცირების მაჩვენებლები სტაბილურად მაღალია“, - განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალსის“კლინიკურმა დირექტორმა კახა გზობავამ.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის უფრო ეფექტურად მართვისთვის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს, სამტრედიის, ჭიათურისა და ვანის სამედიცინო ცენრებში დამატებით ახალი საწოლები მობილიზდა. ასევე, გურჯაანის სამედიცინო ცენტრმა უკვე 2 კვირაზე მეტია, პაციენტების მართვა ვიდეო კონსულტაციების მეშვეობით მიმდინარეობს. როგორც „ჯეო ჰოსპიტალში“ აცხადებენ, არსებული რესურსის ფარგლებში, კოვიცდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციისათვის საწოლფონდის მობილიზება გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს