გიორგი გახარია - 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია, პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, ასევე, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევა და პოსტკრიზისული პერიოდისთვის ეკონომიკის მომზადება.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წლის განმავლობაში, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას თუ ერთი წლის შემდეგ როგორი იქნება ქვეყანა. ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია, პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთანავე, პრემიერმა მოსახლეობის სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღაზე ისაუბრა.

„ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობისა და ბიზნესის სოციალური, მიზნობრივი მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა არის 1 420 მილიონი. აქედან, 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მილიონი, ხოლო დანარჩენი 1 140 მილიონი გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. ამ რიცხვების ძირითადი მიმართულება არის, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერა, ის მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მილიონი ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები არის კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციისთვის მომზადება, ასევე ვაქცინების შესყიდვა და, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მილონი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მილიონი ლარი,“- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს