პრემიერი - არავინ და არასდროს შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომლებსაც გვიყენებს კანონი და ეპიდემიოლოგები, არ არის რთული

შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორ ვაქცინების შესყიდვაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომისიას დაევალება იმ ტექნიკური სამუშაობის ჩატარებაც, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებად არის საჭირო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ უკვე გადავიხადეთ გარკვეული თანხები სქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა საქართველოში, ასევე ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად,“- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვების 2-თვიანი პერიოდი და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ვირუსის გავრცელების სისწრაფე.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. ამიტომ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები ეხება ყველას,“ - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:არავინ და არასდროს შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომლებსაც გვიყენებს კანონი და ეპიდემიოლოგები, არ არის რთული - პრემიერი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო