პრემიერი - უკიდურესად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ - იმედი გვაქვს, ასეც მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მწვავე დისკუსია შედგება.

„ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიის, ამ ბიუჯეტის ირგვლივ”,- განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო:უკიდურესად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ - პრემიერი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა