თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო საფუძვლიანად შეისწავლის.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ის ვერ ისაუბრებს რომელიმე მხრიდან გადაცდომაზე, ვიდრე არ იქნება კონკრეტული საფუძველი,

„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა. რა თქმა უნდა, თითოეული გარდაცვალება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის. მე დღეს უბრალოდ არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარეს ვისაუბრო გარკვეულ გადაცდომაზე. რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

იხილეთ ვიდეო:პირველ რიგში, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის - თამარ გაბუნია 24 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაზე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს