კახა კუჭავა - პოლიტიკურ სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, “ნაცმოძრაობის“ მიერ ანტიდასავლური განწყობების დათესვის ფაქტებზე საკუთარი პოზიცია გამოხატონ

მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუჭავამ, დღეს პარტიაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერნციაზე გააკეთა.

“ქართული ოცნება“ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ქვეყნის მთავარი პარტნიორებისადმი შეტევასა და ანტიდასავლური განწყობების დათესვაში ადანაშაულებს.

"ნატო-ს მინისტერიალმა ერთხმად დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი გაძლიერებული პაკეტი. ასევე, მინისტერიალზე მოწონებულ იქნა ნატო-ს 2030-ის სტრატეგია. ჩვენ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მაღალი შეფასებები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ყველაფერ ამის ფონზე, არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშრეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული, მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ცხადია, ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, რომელიც, მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წასულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოსა და სტრასბურგის სასამართლოზე - მსგავსი ფაქტების გამოვლენის ბევრი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა ამერიკის შეერთებული შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი და რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში.

საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას? რა თქმა უნდა, მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს - ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება. ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად სცნოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, თავად ოპოზიციის წარმომადგნელებმა კარგად იციან, რომ “კონკურენტულ ორთაბრძოლაში დამარცხდნენ“, მაგრამ სიცრუითა და ძალადობით მათთვის არასახარბიელო რეალობის შეცვლას ცდილობენ და ამაში სტრატეგიული მოკავშირეების მხარდაჭერას ითხოვენ.

კუჭავას თქმით, მმართველმა პარტიამ პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციისა და დეესკალაციის მიზნით, არაერთი ნაბიჯი გადადგა და ყველას ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების შანსი მისცა.

“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოფიციალურად გვსურს მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საზოგადოებას - გამოხატონ საკუთარი პოზიცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე თავდასხმებისგან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

იხილეთ ვიდეო:კუჭავა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, "ნაცმოძრაობის" მიერ ანტიდასავლური განწყობების დათესვის ფაქტებზე პოზიცია გამოხატონ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის