კახა კალაძე - ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგებული არ არის და ყველა რეფორმა ბოლომდე მიყვანილი არ არის, მთავრობას არაერთხელ უსაუბრია ამაზე, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება

ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგებული არ არის და ყველა რეფორმა ბოლომდე არ არის მიყვანილი. მთავრობას არაერთხელ უსაუბრია ამაზე, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის აპირებს იმ რეფორმებზე და მნიშვნელოვან წამოწყებებზე მუშაობის გარედან გაგრძელებას, რომლებიც „ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რეფორმების პროცესს ახლავს პრობლემები, გამოწვევები და მარტივად არაფერი ხდება.

„მე ძალიან კარგად წავიკითხე ნათია მეზვრიშვილის განცხადება და სრული ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ნათიამ განაცხადა ის, რომ მიუხედავად ბევრი კარგი რეფორმის განხორციელებისა, ჯერ კიდევ არსებობს რაღაცები, რომელიც გასაკეთებელია და ბოლომდეა მისაყვანი. ეს ცხადია ასეა! ქვეყანაში ყველაფერი მოწესრიგებული არ არის და ყველა რეფორმა ბოლომდე არ არის მიყვანილი. მთავრობას არაერთხელ უსაუბრია ამაზე, რომ მნიშვნელოვანია რეფრმების განხორციელება. მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. არ ვიცი რას გულისხმობს, მაგრამ ცხადია, რომ რაღაცას ჰქონდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები და რეფორმები ბოლომდეა მისაყვანი. პროცესია, ამ პროცესს ახლავს პრობლემები, გამოწვევები, მარტივად ხომ არაფერი ხდება?! რეფორმები, რომელიც 2012 წლის შემდეგ განხორციელდა, ამას აღიარებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, პარტნიორი ქვეყნები და არაერთი მხარდამჭერი განცხადება მოვისმინეთ. ამაზე არ უნდა შევჩერდეთ, უნდა გავაგრძელოთ სვლა წინ და რეფორმების განხორციელებაც“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გეგმავს, რომ დაგროვილი გამოცდილება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ რეალურ გამოწვევებს და საჭიროებებს მოახმაროს. როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აპირებს იმ რეფორმებზე მუშაობას, რომელიც ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს