დიღმის მასივში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღობის ბრალდებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღმის მასივში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი.

შსს-ს ცნობით, შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე 1981 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 27 ნოემბერს, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით მოლარეს 10 000-ზე მეტი ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ჯ., ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი და ყაჩაღური გზით გატაცებული თანხის ნაწილი. ი.ჯ. დანაშაულს აღიარებს.

დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ვინაიდან ბრალდებული ი.ჯ. არის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას", - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა