თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი - 1984 წელს დაბადებული ვ.ნ. და 1973 წელს დაბადებული ი.წ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, “ტტ”-ს სისტემის პისტოლეტითა და სანადირო თოფით შეიარაღებული ვ.ნ. და ი.წ. ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალს. თავდამსხმელებმა ჰოსპიტლის დარაჯის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა მიმღების შესასვლელი კარების მინა, შემდეგ მათ შენობაში შეაღწიეს, მიმღები განყოფილების სალაროდან უკანონოდ დაეუფლნენ 3500 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები მომხდარიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე 2 პირი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა