მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელი - 24 წლის გოგოს ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც თავად არ იცოდა, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობაა

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის განმარტებით, 24 წლის ნინო გულიკაშვილის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობა და თანმხლები დაავადება გახდა.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 24 წლის პაციენტს გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, რის შესახებაც თავად არ იცოდა. მისი განმარტებით, პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ჭარბი წონა და ფილტვების ორმხრივი პნევმონია.

„ჩვენს კლინიკაში პაციენტი სასწრაფომ 18 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 სთ-ზე შემოიყვანა. გადმოიყვანეს ტესტირებისთვის რესპირატორული ჩივილებით. პაციენტს ჰქონდა მაღალი ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ხველება, ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მოყვანამდე, ეს პაციენტი მიიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც ჩატარდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე, რომელიც იყო ნეგატივი. შემდგომ იგივე სასწრაფოს ბრიგადით გადმოიყვანეს ჩვენთან შემდგომი კვლევისთვის, PCR ტესტირებისთვის და ზოგადად, კლინიკური კვლევის გაღმავებისთვის. პაციენტი ცხელების განყოფილებაში მოთავსდა. ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და პარალელურ რეჟიმში, ცხვირ-ხახის PCR კვლევა. დადასტურდა კოვიდ 19-ის დიაგნოზი, პაციენტთან იყო ფილტვის ორმხრივი დაზიანება, ფილტვის ორმხრივი პნევმონია. საკმაოდ ცუდი ლაბორატორიული მონაცემები, მძიმე მიმდინარეობის დაავადება გახლდათ ეს. მისი მდგომარეობა საყურადღებო იყო. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ უკვე მოთავსდა განყოფილებაში და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ უტარდებოდა მკურნალობა“,-განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

რაც შეეხება თანმხლებ დაავადებებს, ლიკა მუმლაძის განმარტებით, ამის შესახებ პაციენტს ინფორმაცია არ ჰქონდა.

„გოგონა იყო ჭარბი წონით, მას თავად არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია დაავადებებზე და დიდი ხნის განმავლობაში რაიმე კვლევა ჩატარებული არ ჰქონდა. მხოლოდ იმ ავადობას აღწერდა, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დაეწყო“,-განაცხადა მუმლაძემ.

იგი ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს კლინიკაში პაციენტს არასათანდო მკურნალობას უტარებდნენ.

„პაციენტს მკურნალობა პროტოკოლის სრული დაცვით უტარდებოდა. მიდიოდა ყველა იმ მედიკამენტით მკურნალობა, რაც მას ესაჭიროება. კონკრეტულად დამაძინებელ მედიკამენტებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ გოგონას ასეთი საშუალებები არ სჭირდებოდა. მიდიოდა ყველა იმ ტიპის მკურნალობა, რაც საქართველოში და მსოფლიოში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით აპრობირებულია. გარდაცვალების მიზეზი არის კოვიდ 19, მძიმე მიმდინარეობის დაავადება“,-განაცხადა მუმლაძემ.

მისი თქმით, პაციენტს ასევე ჰქონდა გლიკემიის მაღალი მაჩვენებლები, რის შესახებაც არ იცოდა.

„ჩვენ ეს რუტინული კვლევით დავადგინეთ“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

ცნობისთვის, 24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. ისინი ფიქრობენ, რომ კოვიდინფექციით პაციენტი თავად კლინიკაში დაინფიცირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა