გიგა ბოკერია - ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ - ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როცა დააყენა საკითხი, ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად

ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ. მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ განვიხილავთ სხვა წინადადებებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპიზიციას მესამე რაუნდთან დაკავშირებით სიახლე არ აქვს.

„ყველა თემაზე ვიკრიბებით რუტინულად ჩვენ, პარტიები. ჩვენ ჯერ არანაირი სიახლე არ გვაქვს, არც მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია.

ჩვენი ყველა წინადადება არის ხელახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ. მე არ განვიხილავ სხვა წინადადებებს და არც ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალბათ, ალეკო ელისაშვილი საუბრობს, იმიტომ, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურად და ნორმალურად ჩატარებას სჭირდება არსებითი ცვლილებები“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, სხვა წინადადებით რომ მივიდეს მმართველი გუნდი, მაგალითად 2024 წელს ბარიერის დაწევა, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნების გარდა ოპოზიცია სხვა შეთავაზებას არ დათანხმდება.

„არა, არ შეიძლება დაშვება პრეცედენტის, რომ მიტაცება ძალაუფლების შესაძლებელია საქართველოში, იმიტომ, რომ ეს გზა მერე მიდის ავტორიტარიზმამდე. ოპოზიცია უკვე წავიდა კომპრომისზე, როდესაც დააყენა საკითხი ვადამდელი არჩევნები ხელახალი არჩევნების ნაცვლად“, - განაცხადა ბოკერიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო