„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი - დეკემბერში 2 კვირა მუშაობა ნაკლებ რისკს და მეტ ბერკეტს მოგვცემს უსაფრთხო „შოპინგისთვის“

დეკემბერში 2 კვირა მუშაობა ნაკლებ რისკს და მეტ ბერკეტს მოგვცემს უსაფრთხო „შოპინგისთვის“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მთავრობასთან კომუნიკაცია კონსტრუქციული შეთანხმების მიღწევისთვის.

„თავისი ახსნა აქვს იმას, რომ დეკემბერში ორ კვირიან სამუშაო პერიოდს ვითხოვთ. შემოსავლის კუთხით ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა არ იქონიოს, თუმცა ეპიდემიოლოგიური კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს. ორ კვირაზე გადანაწილება ნაკლებ რისკს და ბევრ ბერკეტს მოგვცემს, რომ „შოპინგი“ უფრო უსაფრთხო გავხადოთ. ეს არაა პირველი ფასდაკლების პერიოდი, ზაფხულის ფასდაკლებების დროს კარგად ვმართეთ ყველაფერი, რადგან ეს გარკვეულ პერიოდზე იყო გადანაწილებული. თუმცა როგორც ვნახეთ black Friday-ზე რთული იყო მართვა, ამიტომ გვინდა, რომ აქტიური ერთი კვირის ნაცვლად ეს ორ კვირაზე გადანაწილდეს. ცალკეული ბერკეტები გვაქვს, მაგალითად ვაპირებთ, რომ ფასდაკლება მთელ ამ ორ კვირაზე გავაკეთოთ, წავახალისოთ მომხმარებლები, რომ დღის პირველ ნაწილში იყოს აქტიურობა და კონცენტრაცია არ მოხდეს. მთავრობასთან გვჭირდება კომუნიკაცია, რათა ეს დეტალები წარვუდგინოთ და მათი პასუხი მოვუსმინით. ჩვენს უკან ათასობით თანამშრომელი და ინვესტორია, რომელსაც პასუხის სჭირდებათ“,-აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრები და ბრენდული რითეილერები ითხოვენ, რომ სავაჭრო ცენტრებს ფუნქციონირების საშუალება 15 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით მიეცეთ. ამასთან, ისინი 2020 წლის ივლისში გადავადებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლებასაც ითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო