ზურაბ ჯაფარიძე - მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება - მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა

„გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის მითხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა, თუმცა პოზიციები შეჯერებულია და მოდერატორებთან შევხვედრისთვის მზად არიან. ამის შესახებ ჯაფარიძემ „ლელოს" ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ცხარე კამათის მიუხედავად ოპოზიცია შეჯერებულია და მოლაპარაკების მაგიდასთან ერთიანი პოზიციით მივა.

„ოპოზიცია ერთიანია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება. სხვადასხვა ტიპის საკითხებზე ვსაუბრობდით, პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ, მოდერატორებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. მილიონი საკითხი განვიხილეთ, სხვადასხვა პარტიას, საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია! ერთიანი პოზიცია ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ერთიანი პოზიციით მივა. ახლაც ვამბობ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როდესაც დაფინანსება მიიღეს. "გირჩი" პარლამენტში ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის არ შევა, თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, არაფერს აზრი არ აქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში რეფორმას ატარებს და ამის გამო მე პარლამენტში შევალ - არა, ძალიან ცდება! მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება. ერთიან პოზიციას ვერ მოგიყვებით, პაკეტია სრული, რომელსაც ჯერ მოდერატორებს გავაცნობთ და მერე ვნახოთ... მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა