შაქარაშვილის საქმის პროკურორი – ბრალდებულების ქმედებები პროცესის გაჭიანურებისკენაა მიმართული

ბრალდებულების ქმედებები პროცესის გაჭიანურებისკენაა მიმართული, - ასე შეაფასა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მკვლალობაში ბრალდებულების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვება. როგორც პროკურორი ამბობს, სხდომების გაჭიანურების მცდელობას აქვს ადგილი დაკავებულების ადვოკატების მხრიდანაც.

„რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების ქმედებას და ადვოკატების ქმედებას, ჩვენც და თქვენც, რამდენიმე პროცესია ვაკვირდებით მათ ქცევას და ჩანს, რომ ოთხი პროცესის ჩატარებისას მხოლოდ ერთი მოწმე დავკითხეთ და მათი ქმედებები პირდაპირ არის მიმართული იმისკენ, რომ პროცესი არ ჩატარდეს, არ დაიკითხონ მოწმეები, გააჭიანურონ საქმის განხილვა. შესაბამისად, ეს ქმედებაც, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს, არ იყო პირველი. წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი, შესაბამისად, მათი ქმედებები არის მიმართული პროცესის გაჭიანურებისკენ. რაც შეეხება პროცესის დამატებას, სასამართლომ დაინახა, რომ დაცვის მხარის ქმედებები პროცესების გაჭიანურებისკენაა მიმართული და სასამართლოს საქმის განხილვაში ხელი ეშლება, აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა