ჟოზეფ ბორელი - გვწამს, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების დაცვითაა შესაძლებელი, ეს ეხება არა მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც

გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდებიან, რომ ისინი ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად გადაჭრან, ეს ეხება არა მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ეუთო-ს მინისტერიალის საბჭოს 27-ე შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ს სივრცის სტაბილურობა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და მზად არის, მოახდინოს ყველა ინსტრუმენტის და პოლიტიკის მობილიზება აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

„ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში ვქმნით სამომავლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ეუთოს ყოვლისმომცველ მიდგომას უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზომებს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო