ცესკოს წარმომადგენელი „ერთიანი საქართველოს“ წევრს - დგახარ და იწყევლები ბებერი ქალივით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა მიიღონ, ერთიანი საქართველოს წევრმა ირაკლი ჭყოიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.

მის მიერ სხდომის დატოვებას წინ ცესკოს მდივანთან, გიორგი ჯავახიშვილთან დაპირისპირება უძღოდა.

ირაკლი ჭყოიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება და შემდეგ „ცესკო-ს წარმომადგენლებს განსასჯელთა სკამზე მოუწევთ დასხდომა“. მის გამოსვლას გიორგი ჯავახიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: „დგახარ და იწყევლები ბებერი ქალივით“.

„მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს აღარ არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოში არჩევნები აღარაა, აღარც კომისიაა, არის ერთპარტიული საბჭოური სისტემა, არის ერთი ადამიანი, რომელსაც ყველა ემორჩილებით და რომლის სურვილებსა და ბრძანებებსაც ასრულებთ საკუთარი სინდისის ქენჯნის გარეშე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, არ მოაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს, არ იქნას მიღებული, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მაინც ჩატარდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღეს რაც ხდება, გამოძიებული იქნება და ვინ დაჯდება განსასჯელთა სკამზე და ვინ დაიწყებს თქვენ გამართლებას, მაგას ვერავინ გეტყვით, ვინც გავალებთ, ბიძინა ივანიშვილი, ის თქვენ არ დაგიცავთ“,- განაცხადა ირაკლი ჭყოიძემ.

ცნობისთვის, მანამდე ცესკოს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ხათუნა სხირტლაძემ დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო